გერმანიამ ავღანეთის მისიის მონაწილეობაში 12 მილიარდი ევრო დახარჯა

2001–2020 წლებში გერმანიამ 12 მილიარდი ევრო დახარჯა ავღანეთში მისიისთვის. ამის შესახებ შაბათს, სააგენტო DPA–მ განაცხადა.

ყველაზე დიდი ხარჯები 2010 – დან 2012 წლამდე მოდის, როდესაც ავღანეთში დაახლოებით 5 ათასი გერმანელი ჯარისკაცი იყო გადატყორცნილი.

ამავდროულად, სტატისტიკა არ ითვალისწინებს იმ თანხებს, რომელსაც გერმანია ყოველწლიურად გადასცემს ჰუმანიტარულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ თანხიდან თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში აშენდა ან შეკეთდა 1,4 ათასი კილომეტრი გზა, აშენდა 293 სკოლა და 51 საავადმყოფო, – ნათქვამია მასალაში.

ნატო 1-ლი მაისიდან აპირებს ავღანეთიდან ჯარის გაყვანის დაწყებას.

ავღანეთში გერმანიის კონტინგენტს 1000-მდე ჯარისკაცი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...