გერმანიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება ზრდასრული მოსახლეობისთვის სრულად დაუშვა

გერმანიამ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება ზრდასრული მოსახლეობისთვის სრულად დაუშვა. როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას კორონავირუსის წინააღმდეგ.

“ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ უფრო პრაგმატულები და მოქნილები”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

მისივე თქმით, ნაკლებპრიორიტეტულ ჯგუფებს უწევდა ვაქცინაციისთვის ლოდინი, ახლა კი მოსახლეობის აღნიშნულ კატეგორიასაც ექნება შესაძლებლობა აიცრას “ასტრაზენეკას” ვაქცინით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...