გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს, ამის შესახებ დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ბერლინის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებების ღირებულება ჯამურად უკვე 380 მილიონ ევროს აღწევს.

ვიზიტისას ბერბოკმა ასევე განაცხადა, რომ შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები კვლავ იქნება რუსეთის სამიზნე.

"რუსეთის მზაკვრული მიზანია ამ ზამთარში ხალხი კვლავ შიმშილითა და სიცივით მოკვდეს", - თქვა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით დღეს დილით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ბერბოკის მეოთხე ვიზიტია.