გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ახალი თაობის გამანადგურებლის შექმნაზე შეთანხმდნენ

გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი ახალი თაობის ევროპული გამანადგურებლის შექმნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას გამოცემა DW ავრცელებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა 17 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანდასწრებით მოაწერეს.
ამგვარად, ესპანეთი შეუერთდა პროექტს, რომელიც 2017 წელს გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით დაიწყო.

საჰაერო შოუზე მომავალი გამანადგურებლის ექსპერიმენტული მოდელი წარმოადგინეს. საბრძოლო თვითმფრინავების სისტემამ, რომელსაც Future Combat Air System-ს (FCAS) უწოდებენ, ძველი Tornado და Eurofighter Bundeswehr თვითმფრინავები უნდა შეცვალოს.
პირველი საცდელი ფრენა 2026 წლისთვის იგეგმება. პროექტის ძირითადი რეალიზატორი იქნება Airbus-ი და Dassault Aviation-ი. პროექტში 2025 წლამდე 6,5 მილიარდი ევრო დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში, მებრძოლების შექმნის პროექტი მემარცხენე მხარის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ის ძალიან ძვირია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...