გერმანია: რუსეთის G8-ის ფორმატში დაბრუნებისთვის არავითარი წინაპირობა არ არსებობს

რუსეთის მონაწილეობით G8-ის ფორმატის აღდგენის საკითხი შესაძლოა განვიხილოთ, მაგრამ ამჟამად ამისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა. ინფორმაციას Handelszeitung ავრცელებს.

მან გაიხსენა, რომ რუსეთი G8– დან 2014 წლის მოვლენების შემდეგ გააძევეს, როდესაც დონბასის აღმოსავლეთით ომი დაიწყო და ყირიმის ანექსია მოხდა.
”ორივე სიტუაცია შენარჩუნებულია”,-დასძინა ზაიბერტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მოსკოვის უფრო აქტიური მონაწილეობის თაობაზე საკითხის განხილვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქვეყანაში არსებული ვითარება შეიცვლება.

პარალელურად, სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის დიპლომატიურ წრეებში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატში მონაწილეობა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

CNN-ის წყაროს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ს ლიდერი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი 2020 წელს, “დიდი შვიდეულის” (G7) სამიტზე მიიწვიონ.
როგორც ამერიკის ადმინისტრაციაში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ტელეარხს განუცხადა, ტრამპი და მაკრონი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთი 2020 წელს სამიტზე მიიწვიონ.
წყაროს ცნობით, წინადადება საფრანგეთის ლიდერს ეკუთვნის, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა მის შეთავაზებას მხარი დაუჭირა. ტელეარხის ცნობით, დონალდ ტრამპი ამ თემის განხილვას სხვა ლიდერებთან ერთად მიმდინარე კვირის ბოლოს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...