გერმანია ქალაქ უხანიდან 100-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაციას განახორციელებს

ჩინეთმა გერმანიას უფლება მისცა, სპეციალური რეისი დაინიშნოს, რომლითაც ქალაქ უხანიდან გერმანიის ასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდება, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა.

“ისინი, ვისაც ევაკუაცია შეეხებათ, ინფიცირებულები არ არიან და არც ეჭვი გვაქვს, რომ შესაძლოა კორონავირუსი ჰქონდეთ. თუმცა, გერმანიაში ჩასვლისთანავე ისინი საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნებიან”,-განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, გერმანიის მოქალაქეები სამშობლოში 1 თებერვალს უნდა დაბრუნდნენ.

“სხვა ქვეყნების მთავრობებმა გერმანიას ჩინეთიდან თანამოქალაქეების გაყვანა სთხოვეს, მაგრამ თვითმფრინავში მათთვის ადგილი აღარ იყო”,-დასძინა მაასმა.

“პეკინის თხოვნით, გერმანია ჩინეთში დაახლოებით 10,000 დამცავ სპეციალურ პიჯაკს გაგზავნის”,-აღნიშნა მინისტრმა.

გერმანიაში ხუთ ადამიანს 2019-nCoV-ის კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი დაუსვეს – ისინი კომპანია Webasto- ს თანამშრომლები არიან.

დღესვე, ბრიტანელმა ექიმებმა ახალი ტიპის კოროვირუსით ინფიცირების ორი დადასტურებული შემთხვევა გამოავლინეს. 

პარალელურად, იტალიის მთავრობამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების რისკის გაზრდის გამო, ექვსი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ადგილობრივი სააგენტო Ansa იტყობინება, ეს გადაწყვეტილება პროფილაქტიკური ზომების გამო მიიღეს.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონიის 1,982 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაიღუპა 43 ადამიანი. გარდაცვალების 42 შემთხვევა ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრია, ხოლო ერთი ადამიანი – რუსეთის მოსაზღვრე ჰეილუნცზიანის პროვინციაში. მთლიანობაში, ჩინეთში დაავადების გავრცელების შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების 9 692 შემთხვევა დადასტურდა, დაფიქსირდა 213 ფატალური შედეგი. მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, 171 ადამიანი საავადმყოფოებიდან გაწერეს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 30 იანვარს გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ, კორონავირუს # nCoV2019-ის გამოვლენის შემდეგ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად