გერმანია ლიბანს, ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო 10 მილიონი ევროთი დაეხმარება

გერმანია ლიბანს 10 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას გაუწევს ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო. ამის შესახებ კვირას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა, ლიბანის შესახებ დონორი კონფერენციის წინა დღეს განაცხადა.

”ბეირუთის მაცხოვრებლებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ”, – თქვა მინისტრმა. მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია “მნიშვნელოვანი სიგნალია, პირველ რიგში მათთვის, ვინც უშუალოდ დაზარალდა კატასტროფის შედეგად. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გერმანიის მთავრობის სახელით, დახმარების სახით ლიბანს შემიძლია დავპირდე დამატებით 10 მილიონ ევროს“, – თქვა მაასმა.

ამავდროულად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა, რომ კატასტროფამდე ლიბანი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

”რეფორმების გარეშე არ იქნება მდგრადი ტრანსფორმაცია ან სტაბილურობა. კატასტროფა შეიძლება გახდეს ახალი რაღაცების დასაწყისი”, – თქვა მაასმა.

მინისტრმა ლიბანის მთავრობას მოუწოდა, გამოიძიოს აფეთქების მიზეზები და იმოქმედოს გამჭვირვალე ფორმით. მისი აზრით, ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც მას შეუძლია დაიბრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ნდობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად