გერმანია ირანული ბაზრის ათვისებას ჩქარობს

ირანულ ბაზარზე, შესაძლოა, ყველაზე ადრე გერმანული კომპანიები გამოჩნდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილეზე, ამირჰუსეინ ზამანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზამანინის განცხადებით, ბოლო დროს ირანში გახშირდა გერმანიის, საფრანგეთის, თურმენეთის, აზერბაიჯანის, იაპონიის, იტალიის, ინდოეთისა და სხვა ქვეყნების დელეგაციების ვიზიტი.
„ყველა ევროპული დელეგაცია სერიოზულად არის განწყობილი განაახლოს ირანთან ბიზნესკონტაქტები, თუმცა ყველაზე მეტად გერმანული კომპანიები აქტიურობენ“, – ამბობს ზამანინი.
სავარაუდოდ 2015 წლის ბოლოსთვის ირანს ყველა შეზღუდვა მოეხსნება.
2015 წლის 14 ივლისს ირანმა და ე. წ. „ექვსეულმა“ (გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი და გერმანია) დაასრულეს მოლაპარაკებათა მრავალწლიანი მარათონი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მიღწეული შეთანხმებით, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ირანი თანახმაა უარი თქვას ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნით გამოყენებაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად