გერმანია ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიის თაობაზე აშშ-ს იდეას სკეპტიკურად უყურებს

გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში სამხედრო მისიასთან გაერთიანების თაობაზე აშშ-ს მიმართვას სკეპტიკურად უყურებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მისი თქმით, რეგიონში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება მნიშვნელოვანია და ამგვარმა მისიამ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს.

შოლცმა ასევე განმარტა, რომ ბერლინი ირანთან საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას კვლავ განიხილავს, როგორც თანამშრომლობის საუკეთესო ვარიანტს.

მანამდე, გაერთიანებულმა სამეფომ ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, შექმნან ახალი საზღვაო მოკავშირეთა ალიანსი, რათა ჰორმუზის სრუტეში ხომალდები შესაძლო საფრთხისგან დაიცვან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...