გერმანია და საფრანგეთი პარიზში “ნორმანდიულ ფორმატში” შეხვედრის გამართვისთვის ემზადებიან

გერმანია და საფრანგეთი პარიზში “ნორმანდიულ ფორმატში” შეხვედრის გამართვისთვის მუშაობენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს, “დიდი შვიდეულის” სამიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერმა, ანელა მერკელმა განუცხადა. ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle (DW) ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, პარიზი და ბერლინი მოლაპარაკებების ორგანიზებას უახლოეს მომავალში შეეცდებიან.

მას მოლაპარაკებების შემდეგ მოლოდინებიც არ დაუმალავს. ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი, მინსკის ხელშეკრულებების შესრულების მომხრეა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოგვარებას ხელს შეუწყობს.

”ორივე მხრიდან ნების გათვალისწინებით, ჩვენ წინსვლის შესაძლებლობა გვაქვს”,- ციტირებს გამოცემა DW გერმანიის კანცლერის სიტყვებს.

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მოგვარებისთვის “ნორმანდიულ ფორმატს” სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში რიგ საკითხებზე შეთანხმება აუცილებელია.

”ნებისმიერმა შეხვედრამ, მათ შორის “ნორმანდიული ფორმატით”, კონკრეტულ შედეგები უნდა განაპირობოს. ჩემი აზრით, ჩვენ იმას უნდა მივაღწიოთ, რაზეც ადრე შევთანხმდით ”, -აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...