გერმანია 2 ნოემბრიდან კოვიდშეზღუდვებს ამკაცრებს

ინფორმაციას ამის შესახებ tagesspiegel.de ავრცელებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებთან ვიდეოკონფერენციის დროს გერმანიაში კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის საწინააღმდეგო კოვიდშეზღუდვების ამოქმედების შესახებ მსჯელობდა.

ანგელა მერკელის თქმით, ფედერალურ მიწებზე განსხვავებული კოვისიტუაციის მიუხედავად, ყველა პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა კოვიდინფიცირების გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების დაწესებას.

შეზღუდვები 2 ნოემბრიდან ამოქმედდება და თვის ბოლომდე გასტანს. ამ პერიოდში ღია სივრცეში შესაძლებელი იქნება ორი ოჯახიდან არაუმეტეს 10 კაცის ერთად შეკრება. ამ წესის დაცვას მკაცრად მიადევნებენ თვალს მარეგულირებელი ორგანოები.

ექსპერტები თვლიან, რომ ლეტალური შემთხვევების მკვეთრი ზრდის თავიდან ასაცილებლად ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დღეში 4000-მდე უნდა შემცირდეს, ამისთვის კი რამდენიმე კვირის განმავლობაში კონტაქტების რაოდენობის 50-75%-ით შემცირებაა საჭირო.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით სკოლები და საბავშვო ბაღები არ დაიხურება, ხანდაზმულთა სახლებში და საავადმყოფოებში კი მიღებული იქნება ყველა ზომები, რათა შესაძლებელი იყოს უსაფრთხო კონტაქტები და არ მოხდეს იქ მყოფ პირთა სრული იზოლირება.

დაიხურება რესტორნები, საკონცერტო დარბაზები, თეატრები, კინოთეატრები. პროფესიონალური სპორტის შეჯიბრებების მხოლოდ მაყურებლის გარეშე ჩატარება იქნება ნებადართული.

დაიხურება ტატუ-სტუდიები, მასაჟის კაბინეტები, კოსმეტიკური-სტუდიები, მაგრამ, განსხვავებით გაზაფხულისგან, ნებადართული იქნება საპარიკმახეროების მუშაობა.

ნოემბერში გერმანიაში სრულად შეწყდება ტურისტების მიღება.

საბითუმო და საცალო ვაჭრობა გააგრძელებს მუშაობას. ამასთან, მიღწეული შეთანხმების თანახმად, მაღაზიაში 10 კვადრატულ მეტრზე 1 მყიდველზე მეტი არ უნდა იმყოფებოდეს.

ფინანსთა ფედერალური მინისტრ ოლაფ შოლცის თქმით, შეზღუდვეით დაზარალებულ კომპანიების დასახმარებლად მთავრობა მილიარდობით დახმარებას გამოჰყოფს. განხოლვების პროცესში შოლცმა წამოაყენა წინადადება, რომ მცირე საწარმოებს წინა წლის შესაბამის თვის შემოსავლების 75%-მდე აუნაზღაურდეს, დიდ საწარმოებს კი 70%-მდე. ამასთან, საწარმოებს არ უნდა დაეკისროთ განსაკუთრებული ვალდებულებები მტკიცებულებათა წარსადგენად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად