გერმანია 15 ივნისიდან 31 ქვეყნისთვის ხსნის საზღვრებს

გერმანიის ფედერალური კაბინეტის მიერ საზღვრების გახსნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას tagesschau ავრცელებს

ფედერალურმა კაბინეტმა გადაწყვიტა 15 ივნისიდან გააუქმოს მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება უმეტესობა ევროპული ქვეყნებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტები ავტომატურ რეჟიმში შეძლებენ იქ მოხვედრას. – წერს tagesschau.

კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობაზე გაფრთხილება მოგზაურობის შესახებ რჩევით შეიცვლება ევროკავშირის 26 ქვეყნის და დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიის და ლიხტენშტაინისთვის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობა შესაძლოა ვერ განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, რადგან მოგზაურობისთვის აუცილებელი პირობაა კომენდანტის საათის და შესვლაზე შეზღუდვის არარსებობა, ეს პირობა კი ამჟამად არაა დაცული ესპანეთსა და ნორვეგიაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის თქმით, ესპანეთში, ალბათ, 21 ივნისიდან იქნება შესაძლებელი მოგზაურობა. ნორვეგია აცხადებს, რომ 15 ივნისიდან შესვლა დანიელებს შეეზლებათ, სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის კი არ გამორიცხავს, რომ შესვლაზე შეზღუდვა 20 აგვისტომდე იქნება შენარჩუნებული.

მინისტრი აღნიშნავს, რომ “ტურისტული რჩევები – არაა მოსაწვევი მოგზაურობისთვის”, უფრო ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოგზაურობა კვლავინდებურად არაა რეკომენდირებული. ეს ეხება, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს, რადგან 15 ივნისიდან იქ შემოღებული უნდა იქნეს 14 დღიანი კარანტინი ქვეყანაში შემსვლელთთათვის.

15 ივნისიდან ძალაში რჩება მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებისთვის. ფედერალური მთავრობა ელოდება, რომ ევროკავშირი ამ კვირაში განიხილავს ევროპაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გაგრძელების შესახებ საკითხს. საჭიროების შემთხვევაში მომავალ კვირას ფედრალური მთავრობა კვლავ დაუბრუნდება ამ თემას და გაზრდი იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებსაც არ ეხებათ გაფრთხილება მოგზაურობის შესახებ.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შევეცადიოთ, რომ ტურიზმის კვლავ დაშვებამ ინფექციის მეორე ტალღის აზვირთება არგამოიწვიოს, – ამბობს მაასი და ამატებს: ფედერალური მთავრობა იტოვებს უფლებას კვლავ გამოსცეს გაფრთხილება მოგზაურობაზე იმ შემთხვევაში, თუ ახალი ინფექციების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს.

ჩვენ ორიენტირებულები ვიქნებით გერმანიაში მიღებულ ზედა ზღვარზე: 7 დღის განმავლობაში 100 000 კაცზე 50-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, – აღნიშნავს ჰეიკო მაასი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად