გერმანელი დიპლომატი: მერკელის და ოლანდის მოსკოვში ვიზიტი ბოლო მცდელობაა

მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწიური კონფერენციის ხელმძღვანელმა ვოლფგნანგ იშინგერმა (Wolfgang Ischinger) გერმანიის და საფრანგეთის პირველი პირების ინიციატივას, გაემგზავრონ მოსკოვში, მამაცური უწოდა. მისი თქმით ეს არის მინსკის შეთანხმების რეალიზაციის „ბოლო, გადამწყვეტი მცდელობა“ – წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle კუთვნილ ინტერნეტგვერდზე, იშინგერის ZDF – ისთვის მიცემული ინტერვიუს მიმოხილვისას. 

 „თუ ისინი ცარიელი ხელებით დაბრუნდებიან, სიტუაცია არ გაუმჯობესდება“ – განაცხადა გერმანული ტელეკომპანიის ZDF-ის ეთერში იშინგერმა. „კონფლიქტის ორივე მხარეს ესმის, რომ ბრძოლა თითეოული მეტრისთვის არც ერთ მხარეს არ არგებს. ახლა მთავარია სიმშვიდე მოლაპარაკებების საწარმოებლად“, მიაჩნია გერმანელ დიპლომატს.

ZDF – ის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კიევისთვის იარაღის მიწოდება, მან უპასუხა: „რატომაც არა?“  იშინგერმა აღნიშნა, რომ რუსეთი სეპარატისტებს იარაღს მრავალი თვეა აწვდის. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გამოვყოფთ მისთვის მილიარდებს. რატომ არ შეგვიძლია მისი ტერიტორიის განადგურებაც აღვკვეთოთ? მე ვაღიარებს, რომ ეს რისკიანი ნაბიჯი იქნება, მაგრამ უმოქმედობაც რისკთანაა დაკავშირებული“ – დაამატა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად