გერმანელი დეპუტატი: ანტი-რუსული სანქციები უსარგებლოა

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უსარგებლოა და მათი შენარჩუნება გერმანული ბიზნესისთვის საზიანოა. ამის შესახებ რადიოსადგურ Deutschlandfunk- თან ინტერვიუში დეპუტატმა ლეიბორისტული პარტიიდან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებში ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარემ კლაუს ერნსტმა განაცხადა.

“ეს სანქციები არაეფექტურია. უკვე ხუთი წელია სანქციები მოქმედებს, მაგრამ რუსულ პოლიტიკაში არავითარი ცვლილება არ ჩანს. “მედიკამენტი” ინიშნება, მაგრამ ცხადი ხდება, რომ მას შედეგი არ აქვს, პირიქით, საკმაოდ “გვტკივა”, მათ შორის გვაწუხებს გერმანული საწარმოების ბედი, მაშინ უნდა ფიქრობთ, რომ ეს არასწორი “მედიკამენტია”, – აღნიშნა ერნსტმა.

იგი ასევე მიიჩნევს, რომ მსგავსი პოლიტიკა ქვეყნებს შორის დაძაბულობას წარმოშობს. კერძოდ, დეპუტატის შეფასებით, ევროპული კომპანიები, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ გერმანიაში მოქმედი საწარმოები ანტი-რუსული სანქციების გამო ზარალდებიან.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ისეთი ფორუმი, როგორიცაა “პეტერბურგის დიალოგი”, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნების დაახლოებას. სხვა საკითხებთან ერთად, ერნსტმა სინანული გამოთქვა ევროკომისიის ხელმძღვანელად გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლიაიენის დანიშვნის გამო, რომელიც ანტი-რუსული სანქციების შენარჩუნებს მომხრეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...