გერდ მიულერის მიერ 49 წლის წინ დამყარებული რეკორდის დამხობამდე რობერტ ლევანდოვსკის 2 გოლი აშორებს

ბუნდესლიგაში 32-ე ტურის შეხვედრები გაიმართა

ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ მიუხენის „ბაიერნის” უახლოესმა მდევარმა ლაიფციგის „რასენბალშპორტმა” დორტმუნდში „ბორუსიასთან” განიცადა მარცხი და ლიდერთან ჩამორჩენის აღმოფხვრის თეორიული შანსი დაკარგა.

„მიუნხენის „ბაიერნი” ზედიზედ მეცხრედ გახდა ჩემპიონი და მენხენგლადბახის „ბორუსიასთან” და შემდეგი ორი შეხვედრის მთავარ ინტრიგად რობერტ ლავანდოვსკის შედეგიანობა იქცა.

მატჩის დაწყებამდე რობერტ ლევანდოვსკის ლეგენდარული გერდ მიულერის მიერ 49 წლის წინ დამყარებული რეკორდის დამხობამდე 5 გოლი აშორებდ, მატჩის შემდეგ კი მას უკვე ორ დარჩენილ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი აშორებს რეკორდამდე. გერდ მიულერმა ბუნდესლიგის 1972 წლის ჩემპიონატზე 40 გოლი გაიტანა, რობერტ ლევანდოვსკის კი 39 გოლი აქვს გატანილი

„ბაიერნი” მიუნხენი – „ბორუსია” მენხენგლადბახი 6:0(4:0)

გოლები: რობერტ ლევანდოვსკი (2, 1:0), ტომას მიულერი (23′, 2:0), რობერტ ლევანდოვსკი (34″, 3:0), კინგსლი კომანი (44′, 4:0), რობერტ ლევანდოვსკი (66, პენალტი, 5:0), ლეროი სანე (86′, 6:0)
75-ე წუთზე მსაჯმა მიუნხენელთა ფრანგი მცველი ტანგი-ოსტინ ნიანზუ კუასი გააძევა მინდვრიდან

„შტუტგარტი” – „აუგსბურგი” 2:1(1:0)
„ბორუსია” დორტმუნდი – „რასენბალშპორტი” 3:2(1:0)
„ჰოფენჰაიმი” – „შალკე” 4:2(0:2)
„ვერდერი” ბრემენი – „ბაიერი” ლევერკუზენი 0:0
„ვოლფსბურგი” – „უნიონ ბერლინი” 3:0(1:0)

ხვალ ითამაშებენ:

„კიოლნი” – „ფრაიბურგი”
„აინტრახტი” – „მაინცი”
„ჰერტა” – „არმინია”

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაიერნი 32 → 74
2. „რასენბალშპორტი” 32 → 64
3. „ვოლფსბურგი 32 → 60
4. „ბორუსია” დორტმუნდი 32 → 58

5. „აინტრახტი” 32 → 56
6. „ბაიერი” 32 → 51

13. „აუგსბურგი” 32 → 33
14. „ვერდერი” 32 → 31
15. „ჰერტ” 30 → 30

16. „არმინია” → 31 → 30
17. „კიოლნი” 31 → 29
18. შალკე 31 → 13

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...