Georgian Airways-მა 29 სპეციალური რეისი შეასრულა და 3500 მდე მოქალაქე დააბრუნა სამშობლოში

საქართველოს ავიახაზებმა 29 სპეციალური რეისი განახორციელა და საქართველოს 3500 მდე მოქალაქე დააბრუნა სამშობლოში.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორს ერთობლივი, წარმატებული გუნდური მუშაობისთვის. ეროვნულმა ავიახაზებმა Georgian Airways-მა ღირსეულად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და დღესაც ვასრულებთ სპეციალურ რეისებს ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დასაბრუნებლად” – განაცხადა Georgian Airways-ის დირექტორმა რომან ბოკერიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ავიახაზების დანიშნული სპეცრეისები 22 მაისს დასრულდება. მანამდე ქვეყანაში კიდევ 3 ქალაქიდან: ათენიდან, ლარნაკადან და რომიდან საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად