GeoGPS ქართულ ბაზარზე Wialon Local -ის ახალ ტექნოლოგიას ნერგავს

GPS მონიტორინგის ლიდერი კომპანია GeoGPS-ის კვლევის  თანახმად, ყოველწლიურად ქართველი საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები მხოლოდ საწვავის დანაკარგით დაახლოებით 20-30 % -ს ზარალობენ.

ამ ვითარებას მენეჯერთა დიდი ნაწილი ხვდება, მაგრამ მათ ხელთ არანაირი საბუთი არ აქვთ რაც მტკიცებულება იქნებოდა, შესაბამისად ამჟამად არსებობს მხოლოდ უნდობლობა მძღოლებისადმი, რაც გარკვუელწილად იწვევს კეთილსინდისიერი მძღოლების უკმაყოფილებასაც. ისინი პირნათლად ემსახურებიან საკუთარ საქმეს, მაგრამ  დამქირავებელი მაინც მიიჩნევს, რომ ისინი საწვავს იპარავენ. ხშირად ასეც ხდება და ძალიან ბევრი შემთხვევაა როცა საწვავის მოპარვასთან ერთად ქონების დაუდევრად მოპყრობა ფიქსირდება. მარშრუტები არაეფექტურად იგეგმება და ა.შ

სწორედ ამ გამოწვევების დაძლევისთვის GeoGPS ბაზარზე Wialon Local -ის ახალ ტექნოლოგიას ნერგავს, რომელიც ნებისმიერ მენეჯერს მისცემს შესაძლებლობას თავი დააღწიოს გაუთვალისწინებელ ხარჯებს. გამარტივებული და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ინტერფეისით კი მუდმივად აკონტროლოს ავტოპარკი.

სამშაბათს, 5 მაისს, GeoGPS პარტნიორებს წარუდგენს არსებული კვლევის შედეგებსა და მოხდება ახალი პროდუქტის პრეზენტაცია.

“ჩვენ გვესმის რომ ქეყანაში არსებობს გარვკეული მითები GPS მონიტორინგის გამოყენების თაობაზე, სწორედ ამიტომ გვსურს ნებისმიერ მენეჯერს ის მეთოდებიც ვასწავლოთ რაც ჩვენთვისააა ცნობილი და როგორც სარგებლობენ არაკეთილსიდისიერი მძღოლები“ – აცხადებს კომპანიის დირექტორი დავით მუმლაძე

“ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტი შემოვიტანეთ, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები სარგებლობენ. ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიას GPS სისტემის იმპლიმენტაციის შემდეგ გაეზარდა საწვავის ხარჯი 50%-ით, სამაგიეროდ მის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწრაფე გაიზარდა 2-ჯერ, ხოლო სამუშაოების რაოდენობა – 100%-ით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი შემოსავლები. დასკვნა: ხარჯის ზრდის არ უნდა შეგვეშინდეს. საშიშია არაეფექტური ხარჯი.” – აცხადებს ბიზნესის განვითარების მენეჯერი გიორგი კალაძე.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად