გენპროკურორთან კითხვების დასმის მოთხოვნით, მოძრაობა “შეცვალე” პარლამენტთან აქციას მართავს

საზოგადოებრივი მოძრაობა “შეცვალე” პარლამენტთან აქციას მართავს და საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, შალვა თადუმაძისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას ითხოვს.

პარლამენტში იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელსაც თადუმაძესთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ასევე არ მიეცა.

მაჩალიკაშვილს შესთავაზეს, რომ სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ, დასწრებოდა არა უშუალოდ კომიტეტის დარბაზში, არამედ აივნიდან (ზედა სართულიდან) , თუმცა მაჩალიკაშვილმა უარი განაცხადა.

მისი თქმით, მას სურდა თვალებში ჩაეხედა თადუმაძესთვის და მოესმინა მისგან პასუხები, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ შალვა თადუმაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...