გენპროკურორი: რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს – ის ოკუპანტია

“რუსეთის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს – ის ოკუპანტია”. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მისთვის გაუგებარია, მოსამართლეობის დანარჩენი კანდიდატები რატომ იკავებდნენ მსგავსი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს.

“ამ დიპლომით შესაძლებლობა მქონდა ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა – ოკუპანტი არის ოკუპანტი. ყველა ქართველის ვალდებულებაა, რომ რეალობა დააფიქსიროს – ოკუპანტი არის ოკუპანტი“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად