გენოციდის ბრალდებით დაკავებული გენერალი მლადიჩი სასჯელის შეცვლას ითხოვს

ჰააგაში დაიწყეს გენოციდის ბრალდებით დაკავებული ბოსნიელი სერბი გენერლის-რადკო მლადიჩის საქმის ხელახალი განხილვა. ის სამუდამო პატიმრობას იხდის.

77 წლის ბოსნიელი სერბი გენერალი მლადიჩი, რომელსაც სრებრენიცაში გენოციდის მოწყობა ედება ბრალად და რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, შეცვლას ეცდება.

სასამართლო პროცესი ჰააგაში დაიწყო სამშაბათს, 25 აგვისტოს.

აქამდე სასამართლო განხილვა ორჯერ გადაიდო, ჯერ ბრალდებულის ავადმყოფობის გამო, ხოლო შემდგომ კორონავირუსული პანდემიის მიზეზით. მლადიჩის ადვოკატებს კიდევ სურდათ პროცესის გადადება, ყოფილი გენერლის დემენციის გამო, თუმცა მათ ამ მოთხოვნაზე უარი განუცხადეს. მოსალოდნელია რომ სასამართლო გადაწყვეტილება ამ წლის ბოლომდე არ იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად