გენო პეტრიშვილმა ევროპის ჩემოიონატზე ვერცხლის მედალი აიღო

ბუქარესტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის.

სულ ბოლოს ხალიჩაზე, ერთმანეთის პირისპირ, 125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, გენო პეტრიაშვილი და თურქი ტაჰა აკგული წარდგნენ. თურქის მიერ აღებული 7 ქულის საპასუხოდ პეტრიაშვილმა ვერცერთი ვერ აიღო, 0:7 დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 104 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. პირველი 162 ქულით რუსეთის ნაკრები იყო. მე-2 ადგილზე ქულით 156 თურქეთი გავიდა, მესამეზე ქულით კი 145 ქულით – აზერბაიჯანი.

მედლებით ჩათვლა:
თურქეთი – 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
აზერბაიჯანი – 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო
რუსეთი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო
იტალია – 1 ოქრო
სომხეთი – 1 ოქრო
საქართველო – 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

მოამზადა: რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად