გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ქართველი მძიმეწონოსანი ფალავანი, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

პეტრიაშვილმა, ნახევარფინალში, ირანელი მეტოქე 13:4 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ჩინელს დაეჭიდება.

გასულ წელს, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილმა ფინალში თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გარდა გენო პეტრიაშვილისა, ხვალ, ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), რომლის მეტოქეც რუსი სადიკოვია.

რაც შეეხება ბექა ლომთაძეს (61 კგ), ის ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

პირველი საშეჯიბრო დღის ფინალები ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: ანა კახაბრიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად