გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლისთვის თურქ ტაჰა აკგულთან იჭიდავებს

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გამოვლინდნენ 70-74-92-125 კგ წონითი კატეგორიების ფინალისტები.

125კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკითან შეხვედრაში 6:2 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც ის ოქროს მედლისთვის თურქ ტაჰა აკგულთან იჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია უკვე გაინაღდა.

92კგ წონით კატეგორიაში ირაკლი მწითური ამერიკელ კოქსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

74კგ წონაში ზელიმხან ხაჯიევმა ვერ შეძლო იატიელი ჩემიზოსთან ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვება და შედეგად, ავთანდილ კენჭაძემ რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის და/ან ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსი დაკარგა.

70კგ წონაში რუსი დავიდ ბაევი ფინალში გავიდა და ზურაბ იაკობაშვილმა რეპეშაჟში ჭიდაობის და იქედან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მიიღო. რეპეშაჟის ნახევარფინალში იაკობიშვილის პირველი მეტოქე ბელარუსელი ანდრეი კარპაჩი იქნება.

ხვალ ბრძოლაში დარჩენილი ორი წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებმებიან. 79კგ წონაში ნიკა კენჭაძე იჭიდევბს მედლის მოსაპოვებლად, ხოლო 97კგ წონაში მედლის და ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად ელიზბარ ოდიკაძე გავა ხალიჩაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად