გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია!

გენო პეტრიაშვილი (125 კგ) მსოფლიოს ორ-გზის ჩემპიონია.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა ფალავანმა, ფინალში, ჩინელი ჟივეი დენგი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გასულ წელს, პეტრიაშვილმა, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თურქების ოლიმპიურ ჩემპიონს, ტაჰა აკგულის სძლია და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მძიმეწონოსანი ჩემპიონი გახდა.

გენო პეტრიაშვილამდე, საქართველოს ნაკრებს პირველი ვერცხლის მედალი ავთანდილ კენჭაძემ მოუტანა, რომელიც ფინალში რუს ზაურბეკ სიდაკოვთან დამარცხდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად