გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ( 125 კგ) პარიზში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

 პეტრიაშვილმა, ფინალამდე სამივე მეტოქე ქულების აშკარა უპირატესობით ჩმოიცილა. ჯერ რუსი ხიზრიევი 13:2 დაამარცხა, შემდეგ კანადელ ჯარვისს მოუგო – 10:0, ფინალისთვის ბრძოლაში კი სომხების ქართველ ფალავანს, ლევან ბერიანიძეს 12:2 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც თურქ ტაჰა აკგულის დაუპირისპირდა. მთელი შეჯიბრის განმავლობაში პეტრიაშვილმა დამაჯერებლად იასპარეზა და მსოფლიო პირველობა ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა.

გენო პეტრიაშვილი პირველია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, გენო პეტრიაშვილამდე ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოუტანა.

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს პარიზიდან "აიპრესზე" წარმოგიდგენთ "ევროპაბეთი". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...