დღეს, ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61-77-86-92-125 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ ფინალისტები.

ხალიჩაზე გასული 5 ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავიდან ერთი - გენო პეტრიაშვილი - ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, ერთი - მირიან მაისურაძე - ბრინჯაოს ფინალშია, ორი კი რეპეშაჟიდან იბრძოლებს ბრინჯაოს ფინალში გასასვლელად.

61 კგ
1/8 ფინალი შოთა ფარტენაძე - ლევან მეტრეველი (ესპანეთი) 3"0
1/4 ფინალი შოთა ფარტენაძე - ზელიმხან აბაკაროვი (ალბანეთი) 5:7
შოთა ფარტენაძე, რომელიც აბაკაროვთან 5:1-იდან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იჭიდავებს.

74 კგ
1/8 ფინალი გიორგი გოგრიჭიანი - სტას დავიდ ვოლფი (გერმანია) 8:4
1/4 ფინალი გიორგი გოგრიჭიანი - სონერ დემირტასი (თურქეთი) 2:13
გიორგი გოგრიჭიანი ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იჭიდავებს.

86 კგ
1/8 ფინალი  ვლადიმერ გამყრელიძე - მაგომედ რამაზანოვი (ბულგარეთი) 2:8

92 კგ
1/8 ფინალი მირიან მაისურაძე - ივარს სამუსონოკსი (ლატვია) 10:2
1/4 ფინალი მირიან მაისურაძე - ახმედ მაგამაევი (ბულგარეთი) 7:4
1/2 ფინალი მირიან მაისურაძე -  ფაიზულა აკთურქი (თურქეთი) 0:0
მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში გამარჯვებულთან იჭიდავებს.

125 კგ
1/8 ფინალი გენო პეტრიაშვილი - იოჰანეს ლუდოშერი 9:0
1/4 ფინალი გენო პეტრიაშვილი - ალენ ხუბულოვი 10:4
1/2 ფინალი გენო პეტრიაშვილი - დენის ხრამენკოვი (ნეიტრ. სტატუსი) 10:0

ფინალში გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულთან იჭიდავებს. მან ნახევარფინალში აზერბაიჯანელი გიორგი მეშვილდიშვილი 10:0 დაამარცხა, მანამდე კი მეოთხედფინალში 10:0 უკრაინელ მურაზ მჭედლიძეს სძლია, მერვედფინალში კი,  ასეთივე ანგარიშით პოლონელ კამილ კოსჩიოლეკს მოუგო.