გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა! (ვიდეო)

რომში, მოჭიდავეთა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ოქროს მედლის მოპოვების ბოლო შანსი არ გაუშვა ხელიდან გენო პეტრიაშვილმა.

125 კგ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა შეხვედრის პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით – 11:0 დამარცხა პოლონელი რობერტ ბარანი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
 
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სულ 1 ოქროს, 1 ვერცხლის (61კგ ბექა ლომთაძე) და ორი ბრინჯაოს (74კგ ავთანდილ კენჭაძე და 97კგ ელიზბარ ოდიკაძე) მედალი მოიპოვა.
 

გენო პეტრიაშვილი ერთადერთი იყო ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, ვინც უმაღლესი სინჯის მედალს შეწვდა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 95 ქულა დააგროვა, იმდენივე, რამდენიც თურქეთმა. ორივე გუნდმა ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ საქართველოს ორი მეხუთე, თურქეთს კი მხოლოდ ერთ მეხუთე ადგილი ჰქონდა და ამის გამო  მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებს ხვდა წილად.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად