გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ასპარეზობა დაასრულეს ქართველმა მოჭიდავეებმა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევრიპის ჩემპიონატზე 125 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის გენო პეტრიაშვილი ბელარუს დიენის ხრამიანკოვს შეხვდა

გენო პეტრიაშვილმა 12:9(3:3) დაaმარცხა მეტოქე და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ამ წონაში ჩემპიონი თურქი ტაჰა აკგული გახდა. მან ფინალში რუსი კოზირევი 9:2(5:0) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წამში რუსმა სპორტსმენმა უხეშობის და მეტოქის უპატივცემულობის გამო ზედიზედ სამი გაფთხილება მიიღო და შეხვედრა დროის ამოწურვამდე 2 წამით ადრე შეწყდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი (61 კგ ბექა ლომთაძე, 79 კგ ნიკა კენჭაძე, 97 კგ ელიზბარ ოდიკაძე, 125 კგ გენო პეტრიაშვილი) მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიური სისტემით გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 6 ოქროს მედლით რუსეთი გავიდა, მეორეზე 2 ოქროს მედლით თურქეთი, ამდენივე ოქროს მედლით, ოღონდ ბრინჯაოს მედლის გარეშე, მესამე ადგილი სლოვაკეთმა დაიკავა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...