გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილება განხორციელდა.

გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა. მანამდე ნათია მერებაშვილს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებისა და განვითარებისკენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად