გენერალურ რეპეტიციაში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა

გენერალურ რეპეტიციაში საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა. საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიამ სკოპიეში გამართულ შეხვედრაში ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამოგლიჯდა.

ამ მატჩს ფინალამდე გენერალური რეპეტიცია ეწოდა, ვინაიდან 12 ნოემბერს პლეი ოფის ფინალში ასევე ეს გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და ორივე ნაკრებს ისტორიული შანსი აქვს ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზური მოიპოვოს.

ეს შეხვედრა მაკედონიის დედაქალაქში ნელი ტემპით და უინტერესოდ დაიწყო. მთელ პირველ ტაიმში კარის დარტყმაც კი არ ყოფილა. პირველი ტაიმის მიწურულს მაკედონელთა ვეტერანმა ლიდერმა გორან პანდევმა ქართველ მცველებს დაასწრო, თუმცა მისი თავური კარს ასცდა.

მეორე ტაიმი უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო, თუმცა რეალური მომენტები მაინც არ იქმნებოდა 68-ე წუთამდე. მეკარესთან ერთი ერთზე გასულ საბა ლობჟანიძესთან თამაშის წესები დაარღვია მეკარე დიმიტრიევსკიმ, რომელმაც საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. 74-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშის შემდეგ ანგარიში გაიხსნა, გოლი თავად კვარაცხელიამ გაიტანა ლამაზი დარტყმით. ქართველებს კიდევ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, თუმცა მაკედონელთა მეკარემ ყაზაიშვილს აუღო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი საქართველოს ნაკრების კარში 11 მეტრიანი დაინიშნა, რაც გოლად ალიასკიმ აქცია და ფრედ 1:1 დასრულდა.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ასევე 1:1 დასრულდა სომხეთსა და ესტონეთს შორის. მაკედონია ჯგუფში პირველ ადგილზეა 6 ქულით, 6 ქულა აქვს საქართველოსაც, 5 ქულა აქვს სომხეთს, ხოლო ესტონეთს – 2.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად