გენერალურ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და უფლებადამცველები თოდაძის დაზარალებულად ცნობას და საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის დაკავებას ითხოვენ. აქციას თამთა თოდაძეც ესწრება.

პროკურატურასთან აქცია 19:00 საათზე დაიწყო და ახლაც გრძელდება.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად