გენერალი ბენ ჰოჯესი: უკრაინისთვის ნატოში შესვლა ნაადრევია, საქართველო უკვე მზად არის

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველო მზად არის ნატოს წევრობისთვის. ჰოჯესმა ეს ცოტა ხნის წინ, უკრაინაში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

“უკრაინისთვის ნატოში შესვლა ნაადრევია. ქვეყანამ გარკვეული გზა უნდა გაიაროს. საქართველო უკვე მზად არის, რომ გაწევრიანდეს ნატოში. უკრაინას ჯერ კიდევ აქვს ნაბიჯები გადასადგმელი. მე მჯერა, ორივე ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. საქართველო უკვე არის მზად, მაგრამ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ინტეგრაციის პროცესი,”- განაცხადა ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად