გენერალი ბენ ჰოჯესი: ნატომ შემდეგ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს

ნატომ შემდეგ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს, – ამის შესახებ ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, გადამდგარმა სამ ვარსკვლავიანმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა.

“პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს. მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20 პროცენტის — აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის — ოკუპაციას აგრძელებს. მაგრამ ნატოში, ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს. ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა.

საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება. ამასთან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა. საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა, ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატოს წევრად მიიწვიოს”, – განაცხადა ამერიკის ყიფილმა მთავარსარდალმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...