გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა მოიალაღეები მოინახულეს

ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებმა მოიალაღეები მოინახულეს.

საბჭოს წევრებმა ვაშლოვანის, დიდაჭარის და რიყეთის საზაფხულო იალაღებზე მემთეურები მოინახულეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყველაზე ახალგაზრდა და უხუცეს მემთეურებს მცირედი ფასიანი საჩუქრები გადასცეს და მოიალაღეებს მიულოცეს დამდეგი შუამთობის დღესასწაული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად