გენადი მარგველაშვილი: covid19-ის დადასტურებამდე თავის ტკივილები და მაღალი ტემპერატურა მქონდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილს და მის ვაჟს, მე11 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გენადი მარგველაშვილი „აიპრესთან“ გამორიცხვას შვილის სკოლაში დაინფიცირებას, რადგან მისი თქმით ის დისტანციურ სწავლებაზე იყო.

“უკეთესი იქნებოდა არ მქონოდა კორონა, ტემპერატურა მერყეობს 36,8-დან 37,3-მდე. თავიდან თავის ტკივილები და მაღალი ტემპერატურა მქონდა. ახლა შედარებით სტაბილურადაა. თუმცა უკეთესია არ იყოს კორონა საერთოდ. მე სახლში ვიმყოფები. კორონა ვირუსი დაუდასტურდა ჩემს ვაჟსაც“.

„მე ვუსურვებდი თითოეულ თქვენგან და სრულიად საქართველოს, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჯანმრთელობაზე დიდი საჩუქარი ღმერთს ჩვენთვის არ მოუცია. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ყველა ის წესები დავუცვათ რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დაწესებული”, – განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად