გემი Open Arms ბორტზე 147 მიგრანტით იტალიის ტერიტორიულ წყლებში შევიდა

საერთაშორისო ტერიტორიულ წყლებში ორკვირიანი ლოდინის შემდეგ Open Arms-ს ლაციოს რეგიონალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის ნება დართო.

რეგიონალური ადმინისტრაციული სასამართლომ გააუქმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის ბრძანება, რომლიც თანახმადაც გემს ეკრძალებოდა იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლა. აღნიშნული ბრძანების დარღვევის შემთხვევაში სალვინი გემს დაპატიმრებით და დიდი ფულადი ჯარიმის დაკისრებით ემუქრებოდა. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ გემი აშკარად რთულ სიტუაციაში იმყოფება და მას უნდა დაერთოს იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის ნება.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღშფოთებულია და აცხადებს, რომ გამოსცემს ახალ ბრძანებას, რომელშიც ახალ გარემოებები იქნება გათვალისწინებული და კვლავ აკრძალავს გემის იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლას.

“ესპანური არასამთავრობო ორგანიზაცია, ესპანეთის გემი, იმყოფებოდა მალტის ტერიტორიულ წყლებში და გაუგუბარია, რატომ უნდა მისცეს მას იტალიელმა მოსამართლებ ჩვენ წყლებში შემოსვლის უფლება”,
– ამბობს სალვინი.

ამჟამად Open Arms ბორტზე მყოფი 147 მიგრანტით, რომელთაგან 32 არასრულწლოვანია იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ხომალდის თანხლებით იტალიის ტერიტორიულ წყლებშია და იტალიის სანაპიროსკენ უჭირავს გეზი. იტალიის თავდაცვის მინისტრ ელიზაბეტა ტრენტას თავდაცვის შტაბის უფროსზე გაცემული აქვს ბრძანება, რომ გემები, თუ საჭირო გახდება, მზად იყვნენ Open Arms-დან მიგრანტების ევაკუირებისთვის და დახმარების აღმოჩენისთვის.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...