გელოდებით ქართული სტუმართმოყვარეობით – პრეზიდენტი უცხოელებს (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კამპანია “გაატარე ზაფხული საქართველოში” ჩაერთო (SpendYourSummerInGeorgia).

პრეზიდენტი აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში გადაღებული ვიდეო რგოლით უცხოელებს მიმართავს, ზაფხული საქართველოში გაატარონ.

“ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ქართული რივიერის უმაღლეს ადგილას. ჩემს უკან არის ყველაზე თანამედროვე ქალაქი ბათუმი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი, სადაც კულტურა ხვდება სილამაზეს. ასევე, აქვე ახლოს, გვაქვს არქეოლოგიური ადგილები.

გელოდებით თქვენ, ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ ზაფხული საქართველოში”- ამბობს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად