“გელით ყველას ჩემს სამშობლოში” – ნინო სურგულაძის მიმართვა სიცილიაში (ვიდეო)

სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ “ტაობუკის” საზეიმო გახსნის გალა კონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია.

ქართველი მეცოსოპრანო აღნიშნულ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მიწვეული ერთადერთი საოპერო მომღერალი იყო.

ცნობილი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე შეუერთდა კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში

“საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გიმასპინძლებენ გულითადად! რუსეთი ცდიილობს, როგორღაც უკვე მერამდენედ დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში”, – აღნიშნა სურგულაძემ.

ფესტივალი ტაორმინას უძველეს და ულამაზეს ამფითეატრსა და სხვა ლოკაციებზე ყოველწლიურად ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ცნობილი და საუკეთესო მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ნობელიანტები და პულინცერის პრემიის ლაურეატები, ოსკაროსნები და სხვა მსოფლიო ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები. ტარდება საჯარო ლექციები, წიგნის პრეზენტაციები, სპექტაკლები და კონცერტები და ამ ყველაფრის სანახავად ქალაქში მსოფლიოდან უამრავი ადამიანი ჩადის.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1. გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...