გელა ზაალიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა! (ვიდეო)

ბაქოში დასრულდა ძიუდოისტთა ასპარეზობა ბაქოს გრანდ სლემზე. შეჯიბრების ბოლო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა წინა დღეებში მოპოვებულ ვერცხლს და ბრინჯაოს მედლებს დღეს ოქრო შემატეს.

+100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა პირველ შეხვედრაში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერს ძიუდოისტს, ნიდრლანდელ როი მეიერს სძლია იპონით, შემდეგ მასპინძელი რუსტამ კოსტოევი და რუსი ანტონ კრივობოკოვი შებოჭა და აიძულა მათ დანებება.

ფინალური ორთაბრძოლა გელა ზაალიშვილს კიდევ ერთ რუსთან – რუსლან შახბაზოვთან ჰქონდა. ზაალიშვილმა ბრწინვალედ ჩაატარა ეს შეხვედრაც, ორჯერ დასცა მეტოქე ვაზარით ტატამზე და იპონით გაიმარჯვა

ამრიგად, ბაქოს გრან სლემზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ბაქოს გრანდ სლემზე პირველი ნომრების გარეშე ასპარეზობდა, ოქროს, ვერცხლის (60 კგ, თემურ ნოზაძე) და ბრინჯაოს (ტატო გრიგალაშვილი) მედლებით დაასრულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...