გელა ზაალიშვილის მიერ შესრულებული გდება წლის საუკეთესო იპონებში მოხვდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის 20 საუკეთესო იპონი დაასახელა

კორეელი დონგჰან გვაკის მიერ იაპონელი სოიჩირო მუკაისთან შესრულებული გდება საუკეთესოდ იქნა მიჩნეული. მეორე ადგილზე კოსოვოელი დისტრია კრასნიქი გავიდა ესპანელ ლაურა მარტინესთან შეხვედრაში მოპოვებული იპონით, მესამე კი ისრაელელმა საგი მუკიმ მოიპოვა ბულგარელ ივაილო ივანოვთან შესრულებული გდებით.

საგი მუკი ერთადერთი ძიუდოისტია, რომლის მიერ შესრულებული გდებებიდანაც ორი დასახელდა 20 საუკეთესოს შორის. 20 საუკეთესოში 8 ქალი, ხოლო 12 კაცი ძიუდოისტის მიერ შესრულებული გდება მოხვდა.

ქართველ ძიუდოისთთაგან გელა ზაალიშვილი ერთადერთია, რომლის მიერ შესრულებული გდებაც (იაპონელ ჰისაიოში ჰარაავასთან ზაგრების გრან პრის ფინალში) 20 საუკეთესოს შორის დასახელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად