გელა ზაალიშვილი ზაგრების გრან პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა (ვიდეო)

ზაგრებში დასრულდა ძიუდოისტთა გრან პრიზე ასპარეზობა +100 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ქართველმა ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა.

ფინალურ შეხვედრაში ზაალიშვილმა იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა ფინალამდე გელა ზაალიშვილმა რუსი ანტონ ბრაჩევი, ისრაელელი ორ სასონი, პოლონელი მაცეი სარნაცკი და ნიდერლანდელი როი მეიერი იყო დაამარცხა დამაჯერებლად. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ლევან მათიაშვილმა მოიპოვა.

მისი მეტოქე, ნიდერლანდელი როი მეიერი ვაზარით იგებდა შეხვედრას, მაგრამ დროის გაყვანის მიზნით აქტივობის სიმულაციას მიმართავდა დროის გაყვანის მიზნით და შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე მან მსაჯებისგამნ მესამე შიდო მიიღო. ბრინჯაოს მედლის ფინალამდე ლევან მათიაშვილმა უშანგი კოკაურს (აზერბაიჯანი) და თემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი) დაამარცხა, იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან შიდოებით დამარცხდა, შემდეგ კი ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს მოუგო. ამრიგად, ზაგრების გრან პრიზე საქართველომ ოქროს (90 კგ ბექა ღვინიაშვილი, +100 კგ გელა ზაალიშვილი) და სამი ბრინჯაოს მედალი (57კგ ეთერ ლიპარტელიანი, 81 კგტატო გრიგალაშვილი, +100 კგ ლევან მათიაშვილი) მოიპოვა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად