გელა ზაალიშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია

ფინეთის ქალაქ ვანტააში ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა 20 წლამდელ ახალგაზრდათა შორის ევროპის ჩემპიონატი.

სულ ახლახანს +100 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში შარშანდელის მსგავსად წელსაც გელა ზაალიშვილი გერმანელი ერიკ აბრამოვი შეხვდნენ ერთმანეთს. გელა ზაალიშვილმა წელსაც დაამარცხა გერმანელი და მეექვსე ოქროს მედალი მოუტანა საქართველოს

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვეს:
57კგ, ეთერ ლიპარტელიანმა
66 კგ, გიორგი თუთაშვილმა
81 კგ ტატო გრიგალაშვილმა
90 კგ. ლაშა საბაურმა
100 კგ, ილია სულამანიძემ
+100 კგ, გელა ზაალიშვილმა

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ვლადიმერ ახალკაცი (81კგ)

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

70 კგ, მარიამ ჭანტურიამ
90 კგ, მიხეილ საბაურმა

ქართველმა ძიუდოისტებმა რაოდენობრივად გაიმეორეს, ხოლო ხარისხობრივად გააუმჯობესეს შარშანდელი მაჩვენებელი, 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლის წილ, წელს 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად