გელა ზაალიშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალში გავიდა (ვიდეო)

დღეს ბაქოს გრანდ სლემზე 90-100 და +100კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ჩაერთვნენ.

+100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა წონის ერთ-ერთი ლიდერი ნიდერლანდელი როი მეიერი (N10) ოქროს დროში იპონით დაამარცხა. მეორე შეხვედრაში გელა ზაალიშვილმა მესამე წუთის მიწურულს მასპინძელი რუსტამ კოსტოევი (N122) შებოჭა. ნახევარფინალში გელამ რუსი ანტონ კრივობოკოვი (N23) შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე დასცა ვაზარზე, შებოჭა და მეტოქეს დანებება აიძულა.

ბაქოს გრანდ სლემის ოქროს მედლისთვის გელა ზაალიშვილი რუს რუსლან შახბაზოვს (N43) შეხვდება

სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა, სამწუხაროდ ვერ შეძლეს მედლებისთვის ბრძოლის გაგრელება და ასპარეზობა დაასრულეს

90 კგ ავთანდილ ჭრიკიშვილი (N38) 2 წუთსა და 27 წამში იპონით დამარცხდა მამადალი მენდიევთან (აზერბაიჯანი, N5)

ლაშა ბექაურმა (N64) 2 წუთსა და 16 წამში იპონით დაამარცხა ალტანბაგანა განტულგა (მონღოლეთი, N17), მეორე შეხვედრაში სერბ ნემანია მაიდოვთან (N9) მეორე წუთის ბოლოს ვაზარი გაუშვა, ბრძოლის განახლებისთანავე დაბრუნების მცდელობისას კი კონტრილეთზე კიდევ ერთი ვაზარი გაუშვა და იპონით დამარცხდა.

100კგ ონისე სანებლიძემ (N56) იპონით დაამარცხა ლაურინ ბიოლერი (ავსტრია, N17). კაზბეგ ზანკიშევთან (რუსეთი, N15) შეხვედრის მიწურულს კი გდება გაუშვა და მეტოქისგან შებოჭვას თავი ვეღარ დააღწია

გიორგი ბერიაშვილმა (N122) ოჰატ ზალანს (უნგრეთი, N41) მეოთხე წუთის დასაწყისში ვაზარი აუღო, ბოლო წამებზე კი მეტოქეს დანებება აიძულა. მეორე შეხვედრაში გიორგი ბერიაშვილმა ირლანდიელი ბენჟამენ ფლეტჩერისგან მე-20 წამზე ვაზარი გაუშვა, გაქვითა შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე და იქვე მეორე თავად გაუშვა.

+100 კგ გიორგი ზაქარიაძემ(98) ვიტო დრაგიჩი (სლოვენია, N71) შებოჭა. მეორე შეხვედრაში გერმანელ სვენ ჰაინლესთან (N27) კი შეხვედრის დასაწყიში გაშვებულ ვაზარს მეოთხე წუთის დასწყისში კიდევ ერთი მოყვა და იპონით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...