გელა ჩივიაშვილი: კომუნალური ვაუჩერის ბიუჯეტი 9 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე მცირდება

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, მარტიდან კომუნალურ ვაუჩერს 200 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები მიიღებენ. ცვლილებები უკვე დაამტკიცა თბილისის საკრებულომ. როგორც თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი განმარტავს, თბილისის ბიუჯეტიდან კომუნალურ ვაუჩერზე 9 მილიონი ლარი იხაჯებოდა, ცვლილების შედეგად კი ეს თანხა დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე შემცირდება.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომუნალურ სუბსიდიას მარტიდან მიიღებენ ის ოჯახები, ვისი სარეიტინგო ქულაც 200 000-ზე ქვევითაა, ანუ პროგრამა ჩვეულებრივ გრძელდება. უბრალოდ, დაზუსტება მოხდა იმ თანხების, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეძლეოდათ იმ ოჯახებს, ვინც არც კი იცოდნენ ერიცხებოდათ თუ არა ეს თანხა. აღნიშნული დახმარებით თბილისში მაცხოვრებელი 100 000 ოჯახი ისარგებლებს, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედია“, – აღნიშნა ჩივიაშვილმა.

მისი თქმით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც სოციალურ ბაზაში 200 000 ქულაზე ნაკლები ქულა აქვს ნოემბრიდან მარტის ჩათვლით 20 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს, ხოლო ვისაც 70 000 ქულაზე ნაკლები აქვს მათ ძველი დახმარება გაუგრძელდებათ და 5 თვის განმავლობაში ისევ ისარგებლებენ 530 ლარიანი დახმარებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად