გეგიძე: სუს-ში ჩემი დაბარება, ჩემს წინა საქმიანობას, კომპანია “საქართველოს ფოსტას” ეხება

ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე ბიძნა გეგიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ანტიკორფციულ სააგენტოში ჩემი დაბარება ეხება ჩემს წინა საქმიანობას, კომპანია „საქართველოს ფოსტას“, სადაც ვიყავი დირექტორის მოადგილე. გამაჩნდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და კომპეტენციები. ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას კომპტენციების ფარგლებში. ამის შემდეგ ვახორციელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩემი ერთ-ერთი პრინციპია, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს საჯარო, მით უმეტეს, პარლამენტის წევრი და მე მაქვს ჩემი პრინციპი, თავისუფლების ხარისხი და ვცდილობ, ეს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი იყოს. გავხდი ვაკის მაჟორიტარი, ფრაქციის თავმჯდომარე და შემდგომ გავხდი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი. ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებებს ყველაზე კრიტიკულ თემებზე ჩემი პრინციპებისა და ჩემი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე.

გამოძიება, შესწავლა თუ მოკვლევა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები პოლიტიკურ პროცესებზე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის.

კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს, გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, რადგან ვარ პოლიტიკაში. ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს. ლოგიკურია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული ეს პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და სამართლებრივად მოიძებნა ჩემი წინასამსახურებრივი თემა. რა არის, კონკრეტულად რას უკავშირდება, როდესაც მექნება სუს-თან გამოკითხვის ფორმატში კონტაქტი, ამის შემდეგ შემეძლება საუბარი“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ბიძინა გეგიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

თუმცა, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება, სადაც დაკონკრეტებული არ არის, რა საქმეზეა დაბარებული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...