გეგეშიძე: დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი, ვინანიებ ჩემს საქციელს

ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგე გეგეშიძემ ევროპის ორგზის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სახალხოდ ბოდიში მოუხადა.

„კიდევ მოვუხდი ბოდიშს, არა მარტო დათუნაშვილს, არამედ მთლიანად საზოგადოებას, გულშემატკივარს ჩემი საქციელისთვის და არა მარტო ჩემი საქციელისთვის, მაგრამ ზოგადად, ჭიდაობის თემაზე უნდა იმსჯელონ მოჭიდავეებმა და ბოდიში, ცუდად არ გამიგოთ, არა ჟურნალისტებმა. ჩვენ თუ რამე დავაშავეთ, რამე გავაკეთეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა.

მე დათუნაშვილს მეგობრობის, თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ახლაც, ვინანიებ ჩემს საქციელს. მე დათუნაშვილთან პირადული მოხდა, თუ რა მოხდა, ამას მე გვერდზე ვდებ. მე, როგორც ხელმძღვანელი, ისე გელაპარაკებით. დათუნაშვილს, როგორც ორგზის ევროპის ჩემპიონს, შანსი ეძლევა, წავიდეს, მაგრამ უკვე მესამე წონით კატეგორიაში გამოდის, მაგრამ იქაც შანსი ეძლევა, წავიდეს, დაამტკიცოს თავის სიძლიერე,“ – ამბობს გეგეშიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...