გეგა შენგელია: ზუგდიდში წლის ბოლომდე 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება

ქალაქ ზუგდიდში 50-მდე გზა რეაბილიტირდა. ასევე, იწყება მერაბ კოსტავას ქუჩის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია.

როგორც ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ აღნიშნა, ჯამში წლის ბოლომდე 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება.

„აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ქალაქში უკვე 50-მდე გზა რეაბილიტირდა, ჯამში წლის ბოლომდე 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება.

მუნიციპალიტეტში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამდენი გზის რეაბილიტაცია ერთდროულად, ზუგდიდში არასდროს არ განხორციელებულა“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად