გეგა გეგეშიძე მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტში პირისპირ ხვდება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე პარლამენტში ერთმანეთს ხვდებიან.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. არც გეგეშიძეს და არც ყაველაშვილს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სავარაუდოდ, თემა ბოლო დროს ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მივლენებია.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 2019 წლის 22 იანვარს შსს-მ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობაც შეუნარჩუნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...