გეგა გეგეშიძე: არც ჩემი საქციელია კარგი და არც სპორტსმენის

არც ჩემი საქციელია კარგი და არც სპორტსმენის,-ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ვისაუბრეთ მე და ბატონმა მიხეილმა, შევჯერდით იმაზე, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა. ყველა საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და გადაწყვეტენ მოჭიდავეები. დაველოდოთ, შეგატყობინეთ როდის ჩატარდება.

რა თქმა უნდა, ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი. რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა თქმა უნდა,არც ჩემი საქციელია კარგი და არც სპორტსმენის, მაგრამ, ეს უნდა გამოვასწოროთ. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში იმიტომ, რომ ლიცენზიების მოპოვების წელია“, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 2019 წლის 22 იანვარს შსს-მ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობაც შეუნარჩუნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...