გედი ფოფხაძე: “ოცნების” ამომრჩეველმა ხმა ივანიშვილს მისცა და მისი წასვლის შემდეგ პარლამენტი ლეგიტიმური არ არის

ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ისედაც არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაცია განულდა – – ამის შესახებ პარტია “სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ გადაცემა “კომენტატორში” განაცხადა.

“ეს (ირაკლი კობახიძე) წარდგენა ქართული ოცნების თავმჯდომარედ იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა უნდა წაიქცეს, უნდა დასრულდეს. აქ რომ იყოს რაიმე მცდელობა მაინც, რომ ქართულ ოცნებას რაიმე შანსი მისცენ, მინიმუმ კახი კალაძე მაინც უნდა ყოფილიყო, ერთადერთი ადამიანი პარტიაში, რომელსაც აქვს შერჩენილი ლიდერის თვისებები და შეეძლო “ოცნების” პარტიულ გადარჩენაზე ეფიქრა. მაგრამ, ეს ფორმალურადაც არ იქნებოდა სწორი. მე მიმაჩნია, რომ ივანიშვილის წასვლით ეს პარტია დამთავრდა. ახლა იქ რეალურად კალაძის მოყვანა თავმჯდომარედ რეალურად იქნებოდა ამ ადამიანის კიდევ უფრო გაწვალება და პროცესის დამძიმება.

პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ივანიშვილის წასვლის შემდეგ ლეგიტიმაცია განულდა, იმიტომ რომ ის ამომრჩეველიც კი, რომელიც გაყალბების, მოსყიდვის და დაშინების მიღმა ოცნებას ჰყავდა, იყო ივანიშვილზე მიბმული ამომრჩეველი. იმ ამომრჩეველს რომ სცოდნოდა ბიძინა ივანიშვილი იანვარში წასვლაზე განცხადებას გააკეთებდა, ის ქართულ ოცნებას ხმას არ მისცემდა. – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს პარტიას და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას.

მოგვიანებით კი პარტიის გენერალურმა მიდივანმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ პარტიის ტრილობა 16 იანვარს ჩატარდება და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად